წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭველეში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 75 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 130 კვ.მ ფართობი. ხანძარი ლიკვიდირებულია.
ადგილზე მუშაობდა სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.