წალენჯიხაში, სოფელ ჭველეში ხანძარს 75 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

13:26, 21.03.2019

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭველეში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 75 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 130 კვ.მ ფართობი. ხანძარი ლიკვიდირებულია.

ადგილზე მუშაობდა სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

მსგავსი