წალენჯიხაში ერთ-ერთ კარიერზე მუშაობის დროს ტრაქტორის მძღოლი დაიღუპა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში, ერთ-ერთ კარიერზე მუშაობის დროს ტრაქტორის მძღოლი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ტრაქტორი დაღმართზე დაგორდა, მძღოლმა გადახტომა შეძლო, თუმცა მას ტრაქტორმა გადაუარა და ადგილზე გარდაიცვალა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაღუპული ქუთაისის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.
საქმეს შსს-ს წალენჯიხის პოლიციის რაიონული სამმართველო იძიებს.