წალენჯიხაში ერთ-ერთ კარიერზე  მუშაობის დროს ტრაქტორის მძღოლი დაიღუპა
წალენჯიხაში ერთ-ერთ კარიერზე  მუშაობის დროს ტრაქტორის მძღოლი დაიღუპა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში, ერთ-ერთ კარიერზე მუშაობის დროს ტრაქტორის მძღოლი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ტრაქტორი დაღმართზე დაგორდა, მძღოლმა გადახტომა შეძლო, თუმცა მას ტრაქტორმა გადაუარა და ადგილზე გარდაიცვალა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაღუპული ქუთაისის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.

საქმეს შსს-ს წალენჯიხის პოლიციის რაიონული სამმართველო იძიებს.