სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაცია - მდინარე ტებენეს ხეობაში გეოლოგები იმყოფებოდნენ, სპეციალისტების პირველადი განმარტებით, ამ დროისთვის საფრთხის დონე დაბალია
სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაცია - მდინარე ტებენეს ხეობაში გეოლოგები იმყოფებოდნენ, სპეციალისტების პირველადი განმარტებით, ამ დროისთვის საფრთხის დონე დაბალია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მუჟავას ადმინისტრაციული ერთეულის მიმდებარედ, მდინარე ტებენეს ხეობაში გეოლოგები იმყოფებოდნენ. სპეციალისტების პირველადი განმარტებით, ამ დროისთვის საფრთხის დონე დაბალია, – ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, გეოლოგებმა და ჰიდროლოგებმა მდინარის დამეწყრილი კალაპოტი და დაგუბებასთან დაკავშირებული ვითარება შეისწავლეს, შეფასდა სიტუაცია და მზადდება ოფიციალური დასკვნა.

„მდინარე ტებენეს ხეობაში არსებულ ვითარებას გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნენ. გეოლოგებმა და ჰიდროლოგებმა მდინარის დამეწყრილი კალაპოტი და დაგუბებასთან დაკავშირებული ვითარება შეისწავლეს, შეფასდა სიტუაცია. მზადდება ოფიციალური დასკვნა. სპეციალისტების განმარტებით, ამ დროისთვის საფრთხის დონე დაბალია.

მდინარე ტებენეს ხეობაში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია ადგილობრივმა მოსახლეობამ გუშინ, 8 აგვისტოს  გაავრცელა, მომხდარზე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა და პროცესში გარემოს ეროვნული სააგენტო ჩართო. სააგენტოს წარმომადგენლები ინფორმაციის გავრცელებიდან მეორე დღესვე ავიდნენ ხეობაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.