წალენჯიხის მუნიციპალიეტეტში მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს უკავშირდება.
ინფორმაციას ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროექტის ღირებულება 2 386 378 ლარია.
მიმდინარე სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
ახალი გზის სიგრძე 6,1 კილომეტრია. პროექტი 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება და შედეგად მოსახლეობას საგრძნობლად გაუადვილდება გადაადგილება. მიმდინარე სამუშაოებზე დასაქმებულია 50-მდე ადგილობრივი მოსახლე.
მიქავას დამაკავშირებელი გზა ბოლო 25 წელია ავარიულ მდგომარეობაში იყო.