წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა სახლს სახურავი გადახადა, დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა სახლს სახურავი გადახადა, დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი

სტიქიამ წალენჯიხაში პრობლემები შექმნა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში სტიქიამ ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელი სახლი დააზიანა. ძლიერმა ქარმა და წვიმამ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. სახურავი დაეცა ეზოში მდგარ ავტომობილებს და ისინიც დააზიანა.

ვითარებას ადგილზე გაეცნო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ცოტნე შონია. სახლი დროებითი გადასახური მასალით გადახურეს. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.

სტიქიით მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია სწავლობს. მერის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, დაზარალებულ ოჯახს დახმარება გაეწევა.