სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ახალი მოადგილეები ჰყავს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ახალი მოადგილეები ჰყავს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ორი ახალი მოადგილე ჰყავს. ალექსანდრე მოწერელიას მოადგილეებად ლუდუკ (ნუკრი) ხასია და დავით ვერავა დაინიშნენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური​ს ინფორმაციით, ლუდუკ ხასია პროფესიით ინჟინერია, დავით ვერავას კი ეკონომიკური და იურიდიული განათლება აქვს. ლუდუკ ხასია სხვადასხვა კერძო სამშენებლო სტრუქტურებში მუშაობდა. ბოლოს იყო  შპს „ ვი-სი-ვი“-ს აღმასრულებელი დირექტორი.

დავით ვერავა 2016 წლამდე, ბანკ „რესპუბლიკას“ – ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალის“ ზუგდიდის ფილიალის მმართველი იყო, მანამდე კი საქართველოს ეროვნული ბანკის სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონალური ფილიალის მმართველი და შპს „ანტრეს“ ფინანსურ მენეჯერად მუშაობდა.

სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ ახალი მოადგილეები დღეს თანამშრომლებს წარუდგინა.