ვრცელდება ნატა ფერაძისა და ლაშა ფირცხალაიშვილის ფარული აუდიოჩანაწერი - დაკავებებიც პროცესის ნაწილია, ვიღაც თვალს დაკარგავს, ვიღაცას დაიჭერენ, ოქეი არის ეს ჩემთვის, ვეცდები, ჩემი თავი არ დავაჭერინო
საინფორმაციო სააგენტო FOR.GE კიდევ ერთ ფარულ აუდიოჩანაწერს ავრცელებს.
ჩანაწერში, რომლის ავთენტურობა დადასტურებული არ არის, სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე და ლაშა ფირცხალაიშვილი აქციებთან დაკავშირებით საუბრობენ.
ჩანაწერის მიხედვით, ნატა ფერაძე ამბობს: „ერთ-ერთი საუკეთესო ობიექტი ჩვენი სტრატეგიით არის ვერის ბაღი და გეტყვით, რატომ. ვერის ბაღიდან ნაწილს შეუძლია, ჩავიდეს, სანაპიროც გადაკეტოს, ნაწილს შეუძლია, გმირთა მოედანი გადაკეტოს, ნაწილს – მელიქიშვილი და ვაკე გადაკეტოს“.
ლაშა ფირცხალაიშვილი კი ამბობს: „ეს დაკავებებიც არის პროცესის ნაწილი, რომელიც აუცილებელია, ჩემი აზრით, რომ მოხდეს. ვიღაც თვალს დაკარგავს, ვიღაც ერთი წელი ჩაჯდა, აგერ ლაზარე ციხეში, ვიღაცას დაიჭერენ და, მოკლედ, ოქეი არის ეს ჩემთვის, მე ვეცდები, რომ პირადად ჩემი თავი არ დავაჭერინო“.