არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ არჩევნებშიც აქვს მცდელობა, რომ სახელმწიფოს და დემოკრატიულ პროცესს ძირი გამოუთხაროს
არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ არჩევნებშიც აქვს მცდელობა, რომ სახელმწიფოს და დემოკრატიულ პროცესს ძირი გამოუთხაროს

ჩანაწერებზე გამოძიება დაწყებულია ზოგიერთი ტელევიზია ამ ჩანაწერების დისტრიბუტორად გადაიქცა, რაც უკავშირდება წინასაარჩევნო ვითარებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კითხვებს გამოძიება გასცემს პასუხს.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ამ არჩევნებშიც აქვს მცდელობა, რომ ძირი გამოუთხაროს სახელმწიფოს და დემოკრატიულ პროცესს. ყველას ვურჩევდი, გააკეთონ თავიანთი ყურადღების მაქსიმალური კონცენტრაცია არჩევნებზე და პროგრამებზე. რაც შეეხება ჩანაწერებს, ამაზე გამოძიებას გასცემს პასუხებს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.