მამუკა მდინარაძე - ჩანაწერების საქმის გამოძიებაში ჩაერთო აშშ შესაბამისი სამსახურებით, „ნაცმოძრაობისა“ და მისი მედიის წარმომადგენლებს შედეგები არ მოეწონებათ
მამუკა მდინარაძე - ჩანაწერების საქმის გამოძიებაში ჩაერთო აშშ შესაბამისი სამსახურებით, „ნაცმოძრაობისა“ და მისი მედიის წარმომადგენლებს შედეგები არ მოეწონებათ

კანონიერი გზით ნებისმიერი ადამიანის მოსმენაა შესაძლებელი, ინდულგენცია მსოფლიოში არც ერთ ადამიანზე არ არსებობს, არც ერთი ადამიანის უკანონო მოსმენა არ შეიძლება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კახა კალაძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ყველა უნდა დაელოდოს გამოძიების შედეგებს.

„შესაბამისად, რა მოხდა რეალურად, არავინ იცის. ამას სჭირდება არა ერთი ან ორი კვირის გამოძიება. ახლა შემოაგდეს, რომ ამის გამოძიება ვერ მოესწროს, ამას სჭირდება თვეები და შეიძლება, რამდენიმე წელიც კი. ვინ მოისმინა, რომელი იყო კანონიერი, რომელი იყო უკანონო, ვინ ჩაწერა, ვის აწყობდა, ვის პერიოდში ჩაიწერა, საიდან გავრცელდა, ხომ არ იყო მაგალითად, პირობითად ვამბობ, სხვა ქვეყნის სპეცსამსახური ამაში ჩარეული ან რომელი არის რეალური და რომელი არის არარეალური. რაც ვნახეთ, იმაზე შეიძლება მარტივი დასკვნის გამოტანა. ნიკა გვარამიამ რომ გაასაჯაროვა რაღაცები, ისიც ასე იყო. რაღაც იყო რეალობასთან ახლოს და რაღაც იყო ტყუილი. ის რაღაც, რომელიც ტყუილი იყო, გაცილებით ბევრი იყო. ამიტომ, წინასაარჩევნო მანიპულაციაა ელემენტარული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გამოიძიებენ ყველაფერს დეტალურად, ამაში ჩაერთო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, აშშ თავისი შესაბამისი სამსახურებით. დარწმუნებული ვარ, „ნაცმოძრაობისა“ და მისი მედიის წარმომადგენლებს შედეგები არ მოეწონებათ“, – განაცხადა მდინარაძემ.

დატოვე კომენტარი