კახა კუჭავა - ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მალე გვექნება საშუალება, რომ შესაბამისმა უწყებებმა ყველა კითხვას უპასუხონ
კახა კუჭავა - ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მალე გვექნება საშუალება, რომ შესაბამისმა უწყებებმა ყველა კითხვას უპასუხონ

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, მას შემდეგ, რაც გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება რაღაც ეტაპზე მივა, დეპუტატებს ექნებათ საშუალება საკანონმდებლო ორგანოში კითხვები დაუსვან შესაბამის პირებს.

როგორც კახა კუჭავამ ოპოზიციონერი დეპუტატის, მამუკა ხაზარაძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, დეპუტებს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან კითხვების დასმის საშუალება მალე ექნებათ.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საუბარი არის „კრებსებზე“, თხრობითი ფორმით არის ტექსტი წარმოდგენილი. თვითონ ახსენით ხომ?! სხვა სახელმწიფო შეიძლება გვისმენდესო, თუ ვინ შეიძლება გვისმენდეს. კანონიერად შეიძლება გვისმენდეს თუ უკანონოდ, ჩვენ აქ ვერ დავადგენთ ამას. სულ მცირე რაღაც ეტაპზე თუ მაინც არ მივიდა გამოძიება, რომლის საფუძველზეც ყველა კითხვას, რაც გვექნება, გაეცემა პასუხი აქ. გარანტიას გაძლევთ, ამის საშუალება გვექნება მალე, რომ ყველა კითხვა, რაც გაგაჩნიათ დაისვას და შესაბამისმა უწყებებმა გაგცეთ პასუხი“, – განაცხადა კუჭავამ მამუკა ხაზარაძის საპასუხოდ.

„ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის სესიაზე კახა კუჭავას ჰკითხა, რატომ არ არიან დაბარებულნი გავრცელებული ფარული ჩანაწერების საკითხზე პარლამენტში შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.

„მინდა მივმართო კახა კუჭავას, მე გახლავართ თქვენი კოლეგა, რომელმაც ხმამაღლა დააფიქსირა ჩემი ჩანაწერების 19 შემთხვევა, მერე პროკურატურაში 40 ჩანაწერი დავადასტურე, რომ ათენტური იყო, გეკითხებით თქვენ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, რა მოიმოქმედეთ“, – აღნიშნა ხაზარაძემ გამოსვლისას.