ირაკლი ღარიბაშვილი - ფარული, ფალსიფიცირებული საუბრების გამავრცელებლების მთავარი მიზანი იყო და ჯერ კიდევ არის საქართველოში ომის დაწყება
ირაკლი ღარიბაშვილი - ფარული, ფალსიფიცირებული საუბრების გამავრცელებლების მთავარი მიზანი იყო და ჯერ კიდევ არის საქართველოში ომის დაწყება

კარგად გვესმის, რომ ამ ფარული, ფალსიფიცირებული საუბრების გამავრცელებლების მთავარი მიზანი, იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მათი ამოცანა იყო და ჯერ კიდევ არის საქართველოში ომის დაწყება. მსგავსი სიყალბით ცდილობენ საზოგადოების, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერის თქმით, ჩანაწერზე, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

„არ ვთვლი, რომ პრემიერ-მინისტრმა უნდა გააკეთოს კომენტარი რაღაც გაუგებარ ჩანაწერებზე. გაუგებარია აბსოლუტურად, არის ავთენტური, არ არის ავთენტური. ჩემთვის წარმოუდგენელია საერთოდ ასეთ საუბრებზე და ჩანაწერებზე სპეკულირება და მით უმეტეს სერიოზული კომენტარის გაკეთება. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ ფარული, ფალსიფიცირებული საუბრების გამავრცელებლების მთავარი მიზანი, იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მათი ამოცანა იყო და ჯერ კიდევ არის საქართველოში ომის დაწყება. არიან რა ისინი გამწარებულები, რომ იტყვიან სასოწარკვეთილები და აი, ამ მსგავსი რაღაც სიყალბით ცდილობენ საზოგადოების, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანას. მეტს ვერაფერს ვიტყვი, ეს ჩანაწერი არაფრის მთქმელი არ არის საერთოდ. ვერ დავიჯერებ, რომ თქვენს მიერ ხსენებული რუსი ბიზნესმენი აქეთ ურეკავს „ფორმულას“ ჟურნალისტს. ეს წარმოუდგენელია, ეს შეიძლება რაღაც ზღაპარში ეწეროს. არ ვიცი, არ მსურს ამ თემაზე საუბარი, მე მაქვს ძალიან ბევრი საკითხი და საფიქრალი, რომელზეც ვფიქრობ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.