ვრცელდება მორიგი ფარული აუდიოჩანაწერი - „ვაგროვებთ ადამიანებს, რომლებიც ყველაფერზე წამსვლელები არიან, ადამიანის მოკვლაზე და ეგეთ რაღაცებზე“
ვრცელდება მორიგი ფარული აუდიოჩანაწერი - „ვაგროვებთ ადამიანებს, რომლებიც ყველაფერზე წამსვლელები არიან, ადამიანის მოკვლაზე და ეგეთ რაღაცებზე“

საინფორმაციო სააგენტო For.ge კიდევ ერთ ფარულ აუდიოჩანაწერს ავრცელებს. ჩანაწერში, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, გიორგი მოსიაშვილი თანამოსაუბრესთან ერთად ამბობს, რომ აგროვებენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ყველაფერზე წამსვლელები არიან.

გიორგი მოსიაშვილი: „კი, ჯაფარა ხვდება იმ საბოტაჟის და მაგათ კამანდას. იმ ჩატში არ ხარ, ტელეგრამარხზე? თანამოსაუბრე: „მაგას გეუბნები, ხო, მანდ დაწერა-მეთქი“;

გიორგი მოსიაშვილი: „მაგისთვის ვაგროვებთ ამ ადამიანებს, რომ, აი, რავი, დაუმორჩილებლობა, საბოტაჟი და დედის ტ**ნა ამათი რა. აი, ამისთვის ვაგროვებთ ამ ადამიანებს, ვინც, რავი, ყველაფერზე წამსვლელები არიან. ყველაფერზე, ადამიანის მოკვლაზე და ეგეთ რაღაცებზე. ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ვაფუჭებთ რაღაცებს, ვატრაკებთ, დედას ვუ**ნავთ, ვაპიკეტებთ, საბოტაჟი, დაუმორჩილებლობა. ცოტა ხანში ვაპირებთ, გმირთა მოედანი გავჭედოთ. ესტაკადებზე ავიდეთ და იქ დავდგეთ. რას გვიზამენ, ყ*ეს მოგვჭამენ. მთელ თბილისს დედა მოე**ნება. გმირთა მოედანი უმნიშვნელოვანესი კვანძი არის ტრანსპორტის ტრაფიკის თვალსაზრისით რა, ეგ რომ გავჭედოთ, პიზდეც, ვსო, დაე**რევათ“.

თანამოსაუბრე: „ხოდა, პარალელურად, სადმე რომ აირიონ მიხვდი?“

გიორგი მოსიაშვილი: „დაგეგმილი გვაქვს იდეაში ეს. ბევრი ადამიანი იმიტომ გვინდა, რომ ერთდროულად 10-15 შენობის პიკეტირება მოვახდინოთ. ფიზიკურად არ ეყოფათ ძალა რა. მერე შენობასთან რომ მიხვალ და პოლიცია აღარ დაგხვდება, შეხვალ და შეხვალ რა. იქ ფიზიკურად არ ეყოფა ძალა პოლიციას. ახლა ოთხი დაცვის თანამშრომელი რას მიზამს. შევარდებით, დედას ვუ**ნავთ. მოვიდნენ და მერე იმასქნან, გამოგვყარონ. ეს რომ ახლა გამაკეთებინა, ეს რომ ძალიან მალე გამაკეთებინა, ჩათვალე, რომ იმ 10 ათას კაცს 100 ათასი დაემატება, უკვე რევოლუციაა“.