ილია დარჩიაშვილი - მიუღებელი, გაუგონარია, როცა მეგობარ ქვეყანაში ჩასული საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციის ორგანიზებულ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას
ილია დარჩიაშვილი - მიუღებელი, გაუგონარია, როცა მეგობარ ქვეყანაში ჩასული საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციის ორგანიზებულ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას

მიუღებელია, როდესაც მეგობარ ქვეყანაში ჩასული მეგობარი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციის ორგანიზებულ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

დარჩიაშვილის თქმით, დიპლომატებს მეტი პასუხისმგებლობა მართებთ.

„ფაქტი არის მიუღებელი და გაუგონარი. დიპლომატებს გვმართებს მეტი პასუხისმგებლობა, როდესაც მსგავსი ტიპის აქტივობებში ვიღებთ მონაწილეობას. მიუღებელია, როდესაც მეგობარ ქვეყანაში ჩასული მეგობარი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციის ორგანიზებულ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია. დიპლომატებს ნამდვილად მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, როცა მსგავსი ტიპის ღონისძიებებში ვიღებთ მონაწილეობას“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს მიმართეს.