კახა კალაძე - ვინმეს თუ აქვს სურვილი ხელისუფლების შეცვლის, ეს უნდა მოხდეს არჩევნების გზით და ამას გადაწყვეტენ არა გარე ძალები, არამედ მისი აღმატებულება საქართველოს მოსახლეობა
კახა კალაძე - ვინმეს თუ აქვს სურვილი ხელისუფლების შეცვლის, ეს უნდა მოხდეს არჩევნების გზით და ამას გადაწყვეტენ არა გარე ძალები, არამედ მისი აღმატებულება საქართველოს მოსახლეობა

ვინმეს თუ აქვს სურვილი ხელისუფლების შეცვლის, ეს უნდა მოხდეს არჩევნების გზით და ამას გადაწყვეტს არა გარე ძალები, არამედ მისი აღმატებულება საქართველოს მოსახლეობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი სრულად ქართულია.

„სრულად ქართული კანონია მიღებული, რომელმაც უნდა დაიცვას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, დაიცვას ქვეყანა უცხოური ძალების გავლენებისგან, სახელმწიფო გადატრიალების საფრთხისგან, რათა შეძლოს საქართველოს მოსახლეობამ მშვიდად და სტაბილურ ვითარებაში გამოხატოს საკუთარი ნება, გააკეთოს არჩევანი და თავად გადაწყვიტოს ქვეყნის ბედი.

მე ძალიან ბევრჯერ მითქვამს, რომ, ზოგადად, თუ ვინმეს აქვს სურვილი ხელისუფლების შეცვლის, ეს უნდა მოხდეს არჩევნების გზით და ამას გადაწყვეტენ არა გარე ძალები, არამედ მისი აღმატებულება საქართველოს მოსახლეობა. საქართველოს მოსახლეობა იღებს გადაწყვეტილებას, ვინ იყოს სათავეში და ვინ – არა“, – განაცხადა კალაძემ.