რატი იონათამიშვილი - როცა უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობას იღებენ ანტისახელისუფლებო აქციაში, არის თუ არა ეს ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვის მცდელობა?
რატი იონათამიშვილი - როცა უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობას იღებენ ანტისახელისუფლებო აქციაში, არის თუ არა ეს ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვის მცდელობა?

როდესაც უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსთაველის გამზირზე გამოდის და გვმოძღვრავს, რომ თურმე საქართველოს დამოუკიდებლობა „ვარდების რევოლუციის“ დროს მიუღია, ეს არის თუ არა 9 აპრილის გმირებისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის შეურაცხყოფა? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება ყველაფერს კარგად აფასებს.

„აქციაზე პასუხი რომ არავინ გასცა, ეს არის თუ არა ეროვნულობასა და თავმოყვარეობაზე გადავლა? მით უმეტეს, როცა საუბარია „ნაცმოძრაობაზე“, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს ასზე მეტ საქმეზე ჰყავს გასამართლებული. როცა უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები პირდაპირ იღებენ მონაწილეობას ანტისახელისუფლებო აქციაში, არის თუ არა ეს ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვის მცდელობა? არავის უნდა უკვირდეს, რომ საზოგადოება მათ ღირსეულ პასუხს გასცემს, რომელიც თავის ისტორიას აფასებს, რომელსაც სამიათასწლიანიანი ისტორია აქვს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს მიმართეს.