ვლადიმირ ზელენსკის დაცვის უფროსად იგორ კოლომოისკის ყოფილი პირადი მცველი დაინიშნა
ვლადიმირ ზელენსკის დაცვის უფროსად იგორ კოლომოისკის ყოფილი პირადი მცველი დაინიშნა

უკრაინის პრეზიდენტის დაცვის უფროსად უკრაინელ ბიზნესმენ იგორ კოლომოისკის ყოფილი პირადი მცველი დაინიშნა.

მაქსიმ დონეცის პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად დანიშვნის შესახებ განკარგულებას ვლადიმირ ზელენსკიმ უკვე მოაწერა ხელი.

მაქსიმ დონეცი უკრაინელ ბიზნესმენ იგორ კოლომოისკის ყოფილი პირადი მცველია. მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ პრეზიდენტად კენჭისყრის შესახებ განაცხადა, დონეცი მუდმივად ახლდა შოუმენს.

უკრაინელი ბიზნესმენი იგორ კოლომოისკი უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. პოროშენკოს მმართველობის დროს იგი დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორად მუშაობდა.