უკრაინის პრეზიდენტი - ვლადიმერ პუტინი იქამდე მიდის, რომ მასთან მოლაპარაკების მაგიდასთან აღარავინ დაჯდება
უკრაინის პრეზიდენტი - ვლადიმერ პუტინი იქამდე მიდის, რომ მასთან მოლაპარაკების მაგიდასთან აღარავინ დაჯდება

ვლადიმერ პუტინი იქამდე მიდის, რომ მასთან მოლაპარაკების მაგიდასთან აღარავინ დაჯდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა „ბილდთან“​ ინტერვიუში განაცხადა.

„ვფიქრობ, მოლაპარაკების შანსი ყოველდღე უფრო და უფრო მცირდება. პუტინი იქამდე მიდის, რომ მასთან მოლაპარაკების მაგიდასთან აღარავინ დაჯდება. მიმაჩნია, რომ ჩვენ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა შეგვიძლია იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჩვენი ტერიტორიიდან გავლენ. რადგან როცა ისინი ჩვენი ტერიტორიებიდან გავლენ, ჩვენი მეზობლები გახდებიან. სწორედ ამ მომენტში შეგვიძლია მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და იმაზე საუბარი, როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება“​, – განაცხადა ზელენსკიმ.