მედიის ცნობით, უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის ქონების დაყადაღების შესახებ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
მედიის ცნობით, უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის ქონების დაყადაღების შესახებ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის ქონების დაყადაღების შესახებ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ინფორმაციას „ინტერფაქს-უკრაინა“ საზოგადოებრივ ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის ცენტრზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

„აქტივები, რომლებიც მანამდე დაყადაღებული იყო, დღეს შესაძლებელია, გაიყიდოს ან გადაფორმდეს. დროებითი ყადაღა სულ 48 საათს გაგრძელდა, ხოლო უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს მოსამართლე ტკაჩენკომ შესაბამისი შუამდგომლობა 10 დღე გააჩერა და არ განიხილა“, – აცხადებენ „კორუფციასთან ბრძოლის“ ცენტრის წარმომადგენლები.

ცნობისთვის, ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ორგანოებმა იგორ კოლომოისკის ქონების დაყადაღების შუამდგომლობით უმაღლეს ანტიკორუფციულ სასამართლოს 7 სექტემბერს მიმართეს. დროებითი ყადაღა კოლომოისკის ქონებას 48 საათით დაადეს.