ვლადიმერ პუტინი - სტრატეგიული იარაღის უახლესი სისტემის გამოცდა წარმატებით განხორციელდა
სტრატეგიული იარაღის უახლესი სისტემის გამოცდა წარმატებით განხორციელდა – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ამერიკულ ტელეარხ NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ვლადიმერ პუტინის თქმით, შეიარაღების რამდენიმე ნაირსახეობა არმიას უკვე გადაეცა.
რუსეთის პრეზიდენტმა დასავლეთთან ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ინტენსიური შეიარაღება აშშ-ის მიერ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი შეთანხმების ცალმხრივად დატოვების შემდეგ დაიწყო.
„ფული რომელიც აშშ-მა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შესაქმნელად გაგზავნა, გაიფლანგა. რუსეთის უახლეს სტრატეგიულ სისტემას კი, მისი გადალახვა შეუძლია“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
თავის მხრივ, აშშ-ის ხელისუფლება რუსეთს საშუალო და ახლო მანძილზე მოქმედი რაკეტების განადგურების შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.