ილჰამ ალიევი - გასული წლის თებერვალში ხელმოწერილი დეკლარაცია რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპია, ჩანს, რომ ორივე მხარე ორიენტირებულია თანამშრომლობის გაღრმავებაზე
ილჰამ ალიევი - გასული წლის თებერვალში ხელმოწერილი დეკლარაცია რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპია, ჩანს, რომ ორივე მხარე ორიენტირებულია თანამშრომლობის გაღრმავებაზე

გასული წლის თებერვალში ხელმოწერილი დეკლარაცია რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპია, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანში, ქალაქ შუშაში გამართულ გლობალურ მედიაფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ორივე მხარე ორიენტირებულია თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

„ეს დეკლარაცია არის ურთიერთობის ფორმა, რომელიც დამოუკიდებლობის სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად იქნა დაფასებული. ორივე ქვეყნის მიერ გაწეული სამუშაოს მოცულობის გათვალისწინებით, ჩანს, რომ ორივე მხარე ორიენტირებულია თანამშრომლობის გაღრმავებაზე, თანამშრომლობაზე, რომელიც მიმართულია კონკრეტულ შედეგებზე. ჩვენ კარგად ვიცით ამ ურთიერთობების სიღრმე. ჩვენი ურთიერთობის სფერო საკმაოდ ფართოა“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

2022 წლის 22 თებერვალს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და რუსეთს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოწერეს სამოკავშირეო თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციას, რომელიც 40-ზე მეტი პუნქტისგან შედგება.