„უოლ სთრით ჯორნალი“ - აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეებთან კონფიდენციალური საუბრები გამართა
„უოლ სთრით ჯორნალი“ - აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეებთან კონფიდენციალური საუბრები გამართა

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეებთან მასშტაბური კონფლიქტის რისკების შესამცირებლად, კონფიდენციალური საუბრები გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას „უოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ბოლო თვეების განმავლობაში, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯო ბაიდენის მრჩეველი ესაუბრა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ვლადიმერ პუტინის მრჩეველს, იური უშაკოვს, ასევე მის უშუალო კოლეგას რუსეთის მთავრობაში, ნიკოლაი პატრუშევს.

ოფიციალური პირები არ ასახელებდნენ ზუსტ თარიღებს და ზარების რაოდენობას. რამდენიმე ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით,  ადმინისტრაციაში სალივანი ცნობილია, როგორც  ადამიანი, რომელიც მხარს უჭერს რუსეთთან კომუნიკაციის ხაზის შექმნას.