ვლადიმერ პუტინი - იმედი გვაქვს, საერთაშორისო ურთიერთობები კონსტრუქციულ კალაპოტს დაუბრუნდება
რუსეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ამჟამინდელ რთულ საერთაშორისო ვითარებაში საღი აზრი გაიმარჯვებს. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა კრემლში 17 ქვეყნის ელჩებთან შეხვედრისას განაცხადა, რომლებისგანაც რწმუნებათა სიგელები მიიღო.
„შექმნილი ვითარება არ შეიძლება შეშფოთებას არ იწვევდეს, მსოფლიოში სიტუაცია სულ უფრო ქაოსური ხდება. ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც ვიმედოვნებთ, რომ საბოლოოდ საღი აზრი გაიმარჯვებს და საერთაშორიო ურთიერთობები კონსტრუქციულ კალაპოტს დაუბრუნდება“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს „ტვიტერზე“ დაწერა, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ, რუსეთი სირიაზე სარაკეტო დარტყმისთვის უნდა მოემზადოს.