როდჩენკოვმა დაწერა წიგნი სათაურით - „როგორ დავანგრიე პუტინის საიდუმლო დოპინგ-იმპერია“
როდჩენკოვმა დაწერა წიგნი სათაურით - „როგორ დავანგრიე პუტინის საიდუმლო დოპინგ-იმპერია“

მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის ყოფილმა ხელმძღვანელმა და მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს ინფორმატორმა გრიგორი როდჩენკოვმა დაწერა წიგნი – „როდჩენკოვის საქმე“, რომელსაც ასეთი ქვესათაური აქვს – „როგორ დავანგრიე პუტინის საიდუმლო დოპინგ-იმპერია“.

„წიგნი გადმოცემს მთელ ისტორიას, რომელიც დღემდე ანცვიფრებს სამყაროს. თხრობა იწყება ავტორის ბავშვობიდან, გრძელდება მისი პირველი შეხებით დოპინგთან მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სრულდება მოგზაურობით იმ გახრწნილ სისტემაში, რომელიც სავსეა ცოდვებით დამძიმებული ადამიანებით, ტყუილითა და არაერთგვაროვანი მორალური გადაწყვეტილებებით“, – წერია ნაწარმოების დახასიათებაში.

როდჩენკოვის წიგნის მოცულობა 320 გვერდია და ის გაყიდვაში 30 ივლისიდან გამოვა.

სწორედ გრიგორ როდჩენკოვის სახელს უკავშირდება რუსული დოპინგ-სისტემის მხილება. მისი ჩვენებების წყალობით გამოაშკარავდა ის დოპინგ-დარღვევები, რასაც ადგილი ჰქონდა 2014 წელს, სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე. რუს სპორტსმენებს იმ თამაშებზე მოპოვებული რამდენიმე მედალი ჩამოართვეს, რის გამოც, რუსეთის ნაკრებმა მედლების ცხრილში პირველიდან მესამე ადგილამდე ჩამოქვეითდა.