აზერბაიჯანული მედია, აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე დაძაბულობის შესახებ წერს
აზერბაიჯანული მედია, აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე დაძაბულობის შესახებ წერს

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ირანი აზერბაიჯანის საზღვარზე, ნახჩევანთან ჯარის და სამხედრო ტექნიკის მობილიზებას ახდენს.

როგორც მედია წერს, გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც სამხედრო ტექნიკის გადაადგილება არის ასახული.

ამასთან, აზერბაიჯანული მედია წერს, რომ სომხეთი აზერბაიჯანის მოსაზღვრე რაიონებში ჯარის მობილიზებას ახდენს და აზერბაიჯანის საზღვარზე მძიმე არტილერიის კონცენტრირებას აგრძელებს.

გარდა ამისა, აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს.

როგორც მედია წერს, 9 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 03:55 საათზე, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა დავალის რაიონის მიმართულებით მდებარე პოზიციებიდან ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს სადარაკის რაიონის მიმართულებით.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აზერბაიჯანის არმიის ნაწილებმა საპასუხო ზომები მიიღეს.