ვლადიმერ ჯანჯღავას ადვოკატებმა „ბადაგონში“ განხორციელებული ინვესტიციების შესახებ დოკუმენტაცია წარადგინეს
კომპანია „ბადაგონის“ ერთ-ერთი მეწილის, ვლადიმერ ჯანჯღავას ადვოკატებმა ჟურნალისტებს „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის“ მიერ კომპანია „ბადაგონში“ განხორციელებული ინვესტიციების შესახებ დოკუმენტაცია წარადგინეს.
ადვოკატების თქმით, 2006 წლიდან 2011 წლამდე კომპანია „გრაკორომ“ და ვლადიმერ ჯანჯღავამ „ბადაგონში“ 20 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია ჩადეს. რაც შეეხება წილების გასხვისებას, მათი თქმით, ეს ჯანჯღავას კეთილი ნებით მოხდა.
ადვოკატების თქმით, პროცესი იმის გამო დაიწყეს, რომ „ბადაგონის“ მფლობელმა გიორგი სალაყაიამ ვლადიმერ ჯანჯღავას წილი უკანონოდ მიითვისა და ფინანსური პოლიციაც წილებისა და სხვისი საკუთრების უკანონოდ მითვისების გამო შევიდა „ბადაგონში“.
ამასთან, ადვოკატები იმ წილის დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც გიორგი სალაყაიაზე ფორმალურად იყო გაფორმებული.
ღვინის კომპანია „ბადაგონით“ გამოძიება დაინტერესდა. დავა კომპანიის მოქმედ და ყოფილ მფლობელებს შორის მიმდინარეობს.