ვიქტორ ყიფიანი - ჯინ შაჰინისა და დიკ დურბინის საქართველოში ვიზიტი კიდევ ერთხელ მიუთითებს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ძალიან საინტერესო ხარისხზე
ამერიკელ სენატორებთან, ჯინ შაჰინთან და დიკ დურბინთან გამართულ არაოფიციალურ მიღებას ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანიც ესწრებოდა.
მისი თქმით, ჯინ შაჰინისა და დიკ დურბინის საქართველოში ვიზიტი კიდევ ერთხელ მიუთითებს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ძალიან საინტერესო ხარისხზე.
„ჩვენ, როგორც ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც გარკვეული შეხება გვაქვს ამ საკითხებთან, მე პირადად წარმოვადგენ ერთ-ერთ ქართულ ანალიტიკურ ცენტრს, მიწვეული ვიყავით ამერიკის საელჩოს მხრიდან. ჩვენთვის დიდი პატივია, გაგვეცვალა აზრი ჩვენს ურთიერთობებზე. ეს იყო არაფორმალირი შეხვედრა, მიღების ფორმატში. ბუნებრივია, ოფიციალური დღის წესრიგი ვერ გვექნებოდა“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
ამასთან, ვიქტორ ყიფიანმა აღნიშნა, რომ „კრედიტ სუისის“ საქმეზე მისი მანდატი არის საქმის სამართლებრივი ასპექტების გაძღოლა და ბუნებრივია, სენატორებს ასეთ საკითხებზე შეკითხვები მის მიმართ ვერ და არ ექნებოდათ.
„ბუნევრივია, ამ თემებს არ შევხებივართ. კიდევ ერთხელ განგიმარტავთ, ჩვენი ძირითადი მანდატი არის საქმის იურიდიული ასპექტების გაძღოლა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და პერიოდულად სხვადასხვა ინფორმაციის სახით ვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.