ვოლოდიმირ ზელენსკი ლვოვში ამერიკელ სენატორთა ორპარტიულ დელეგაციას შეხვდა
ვოლოდიმირ ზელენსკი ლვოვში ამერიკელ სენატორთა ორპარტიულ დელეგაციას შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლვოვში ამერიკელ სენატორთა ორპარტიულ დელეგაციას შეხვდა, რომელსაც სპიკერი ჩაკ შუმერი ხელმძღვანელობს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი.

ზელენსკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ამერიკელ სენატორებს უკრაინის მხარდაჭერისთვის და ფრონტზე არსებული სამხედრო საჭიროებების შესახებ ესაუბრა.

„პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პრიორიტეტად რჩება დამატებითი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემები, სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები, ასევე სამხედროების აღჭურვა შორ რადიუსზე მოქმედი საშუალებებით სამოქალაქო პირებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად“, – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში გადაგზავნილია სენატის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი, რომელიც 60 მილიარდი დოლარით უკრაინის დახმარებას ისახავს მიზნად.