უნგრეთის პრემიერ -მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ახალ მთავრობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება. მისი თქმით, მთავრობის ფორმირება უახლოეს 3-4 კვირაში მოხდება.
„ბევრ ახალ სახეს ვიხილავთ, შეიცვლება მთავრობის სტრუქტურა”,- განაცხადა ორბანმა არჩევნების შემდეგ გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე.
ორბანის თქმით, არჩევნებში მოპოვებული შედეგების მიხედვით, მის გუნდს შესაძლებლობა ექნება მიიღოს კანონი სახელწოდებით „ შეაჩერე სოროსი”, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს საშუალებას აძლევს, აკრძალოს მიგრაციის მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები.
შეაგხსენებთ, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრის პარტიამ გაიმარჯვა.
ვიქტორ ორბანი 2010 წლიდან იკავებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს. ის ცნობილია ევროკავშირის მიერ ინიცირებული მიგრანტთა განსახლების გეგმის მიმართ კრიტიკული პოზიციით. ორბანი ბრიუსელს ხშირად აკრიტიკებს და ახლო ურთიერთობები აქვს რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან.