უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი 18 სექტემბერს ვლადიმერ პუტინს შეხვდება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი 18 სექტემბერს ვლადიმერ პუტინს შეხვდება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი 18 სექტემბერს მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდება. კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ენერგეტიკული საკითხები იქნება.

უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელი მოსკოვთან ურთიერთობების გაღრმავების მომხრეა. ვიქტორ ორბანი ფიქრობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ზარალს ორივე მხარეს აყენებს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროკავშირი რუსეთთან მიმართებაში პრიმიტიულ პოლიტიკას ატარებს.