ვიქტორ ორბანი - ქვეყანას მერკელივით რომ ვმართავდე, თანამდებობას იმ დღესვე დამატოვებინებდნენ 
ვიქტორ ორბანი - ქვეყანას მერკელივით რომ ვმართავდე, თანამდებობას იმ დღესვე დამატოვებინებდნენ 

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს აკრიტიკებს.

„მე რომ მსგავსი საემიგრაციო პოლიტიკა გამეტარებინა, ხალხი იმ დღესვე გამაგდებდა კაბინეტიდან“,- განაცხდა ორბანმა გერმანულ გამოცემა Bild -თან ინტერვიუში.

ორბანი მერკელს საემიგრაციო პოლიტიკის გამო 2015 წლის შემდეგ აკრიტიკებს. უნგრეთის პრემიერი თვლის, რომ ამ საკითხთან მიმართებაში ევროპელმა პოლიტიკოსებმა კრახი განიცადეს.

„საემიგრაციო პოლიტიკა ევროკავშირის გადასაჭრელი არ არის, ეს თითოეული ქვეყნის შიდა საქმეა“,-განაცხდა ორბანმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის შიდა საზღვრები მიგრანტებისთვის უნდა ჩაიკეტოს.