ვიოლა ფონ კრამონი - საქართველოს დევიზი ამბობს, „ძალა ერთობაშია“, სამწუხაროდ, ევროკავშირის რეკომენდაციებზე მომუშავე პარალელური ჯგუფების არსებობა არც ერთიანობას აჩვენებს და არც ძალას
ევროკავშირის რეკომენდაციებზე მომუშავე პარალელური ჯგუფების არსებობა არც ერთიანობას აჩვენებს და არც ძალას, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.
მისივე თქმით, ევროკავშირის კანდიდატობა მიიღწევა ერთიანი პოლიტიკური კლასის მიერ.
„საქართველოს დევიზი ამბობს, „ძალა ერთობაშია“. სამწუხაროდ, ევროკავშირის რეკომენდაციებზე მომუშავე პარალელური ჯგუფების არსებობა არც ერთიანობას აჩვენებს და არც ძალას. ევროკავშირის კანდიდატობა მიიღწევა არა ცალკეული პარტიის მიერ, არამედ ერთიანი პოლიტიკური კლასის მიერ. ყველას შეაქვს წვლილი და ყველა იღებს დაფასებას“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.