მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციის სურვილია, ევროკავშირის რეკომენდაციებზე მუშაობის პროცესს ხელი შეუშალონ, ოღონდ არ უნდათ, საზოგადოებისთვის თვალსაჩინო იყოს მათი დესტრუქციული როლი
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციის სურვილია, ევროკავშირის რეკომენდაციებზე მუშაობის პროცესს ხელი შეუშალონ, ოღონდ არ უნდათ, საზოგადოებისთვის თვალსაჩინო იყოს მათი დესტრუქციული როლი

ოპოზიციის სურვილია, ევროკავშირის რეკომენდაციებზე მუშაობაში მონაწილეობა არ მიიღოს, პირიქით, ხელი შეუშალოს პროცესს, ოღონდ არ უნდათ, საზოგადოებისთვის თვალსაჩინო იყოს, რომ მათი როლი დესტრუქციულია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, რეალურად, ერთადერთი, ვისაც აქვს სურვილი, რომ ცხრა მიმართულებით პროგრესი არსებობდეს, არის ხელისუფლება.

„ვინც შეიძლება, ენდობოდეს ოპოზიციის განცხადებებს, თითქოს მუშაობაზე არიან ორიენტირებული, შევახსენებ, რომ ეს ის ხალხია, ვინც გასული წელი გაატარა იმაზე საუბარში, რა ფორმა იყო სამუშაო ჯგუფები, რომ სამუშაო ჯგუფები საერთოდ არ იყო საჭირო და კომიტეტებში მიიღებდნენ მონაწილეობას. მიუხედავად ამისა, ჩვენგან უკვე ითქვა, რომ სადაც საგნობრივად სამუშაო ფორმატების შექმნის საჭიროება იქნება, სამუშაო ჯგუფები ამის მიხედვით შეიქმნება – ყოველ შემთხვევაში, ყველგან იარსებებს ფორმატი, სადაც ოპოზიციას მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება. ოპოზიციის სურვილია, ერთი მხრივ, მუშაობაში მონაწილეობა არ მიიღოს, პირიქით, ხელი შეუშალოს პროცესს, ოღონდ თან არ უნდათ, საზოგადოებისთვის თვალსაჩინო იყოს, რომ რეალურად მათი როლი დესტრუქციულია. თან უნდათ, არაფერი აკეთონ, პროცესს ხელი შეუშალონ, მაგრამ ეს ყველაფერი ისე ჩანდეს, თითქოს ისინი მონდომებული არიან, რაღაც გააკეთონ. რეალურად, ერთადერთი მხარე, ვისაც აქვს სურვილი, რომ ცხრა მიმართულებით რაღაც გაკეთდეს და პროგრესი არსებობდეს, არის ხელისუფლება“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.