ვიოლა ფონ კრამონი - ევროკავშირის წევრობა ქართველთა 80%-ზე მეტის მტკიცე სურვილია, მადლობა კახა კუჭავას ამ ნების სიმბოლოს აღდგენისთვის
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას მიერ ევროკავშირის დროშის ხელახლა აღმართვას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ევროკავშირთან ინტეგრაცია და წევრობა ქართველთა 80%-ზე მეტის მტკიცე სურვილია. მადლობა თავმჯდომარე კახა კუჭავას ამ ნების სიმბოლოს აღდგენისთვის. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონსტიტუცია სრულად არის დაცული და გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია ყველასთვის“, – აცხადებს ევროპარლამენტარი.
შეგახსენებთ, ევროკავშირის დროშა პარლამენტთან გუშინ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებმა ჩამოხსნეს. დღეს დილით პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ კვლავ აღმართა.