ვიოლა ფონ კრამონი – ევროკავშირის წევრობა ქართველთა 80%-ზე მეტის მტკიცე სურვილია, მადლობა კახა კუჭავას ამ ნების სიმბოლოს აღდგენისთვის

21:15, 07.07.2021

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას მიერ ევროკავშირის დროშის ხელახლა აღმართვას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ევროკავშირთან ინტეგრაცია და წევრობა ქართველთა 80%-ზე მეტის მტკიცე სურვილია. მადლობა თავმჯდომარე კახა კუჭავას ამ ნების სიმბოლოს აღდგენისთვის. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონსტიტუცია სრულად არის დაცული და გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია ყველასთვის“, – აცხადებს ევროპარლამენტარი.

შეგახსენებთ, ევროკავშირის დროშა პარლამენტთან გუშინ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებმა ჩამოხსნეს. დღეს დილით პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ კვლავ აღმართა.

მსგავსი