კახა კუჭავა - მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება
კახა კუჭავა - მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და ამ გზაზე აუცილებლად ვივლით წინ! – აღნიშნულია პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კახა კუჭავა აღნიშნავს, რომ მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება და ავრცელებს ფოტოებს, რომელშიც პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშას აღმართავს.

„მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე მუდმივად დგანან. მათი წვლილი საქართველოს განვითარებაში ფასდაუდებელია.

უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ, ყველას, ერთი სამშობლო გვაქვს, რომლის ისტორიას, ტრადიციებსა და რელიგიას არაფერი აქვს საერთო ძალადობასთან“, – აცხადებს კახა კუჭავა.

ევროკავშირის დროშა პარლამენტთან გუშინ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებმა ჩამოხსნეს.