„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს
„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ქაშვეთის ეკლესიიდან პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლეს და ადგილზე აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს.

ამასთან, პოლიციასთან მოლაპარაკებების შემდეგ „თბილისი პრაიდის“ მხარდამჭერებმა, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს წინ მართავდნენ „მდუმარე აქციას“, ტერიტორია რამდენიმეკაციან ჯგუფებად დატოვეს.

ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.

რუსთაველის გამზირზე დღეს ორი ურთიერთსაპირისპირო აქცია მიმდინარეობდა.