ვიეტნამში ტროპიკულ შტორმს 32 ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ 17 უგზოუკვლოდ არის დაკარგული. ყველაზე მეტად დაზარალდა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილი. გადაუღებელი წვიმის გამო მდინარეები ნაპირებიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. წყლით არის დაფარული ვიეტნამის დედაქალაქიც. დაზიანებულია 5000-ზე მეტი შენობა, ასევე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დახოცილია პირუტყვი.
მეტეოროლოგების პროგნოზი არდამაიმედებელია. მათი ცნობით, წვიმა სტიქიისგან დაზარალებულ რეგიონებში კიდევ რამდენიმე დღეს გასტანს.