ტეხასის შტატს ტროპიკული შტორმი მიუახლოვდა
ტეხასის შტატს ტროპიკული შტორმი მიუახლოვდა

აშშ-ში ტეხასის შტატს ტროპიკული შტორმი მიუახლოვდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება. როგორც ცნობილია, ციკლონი ტროპიკული შტორმის კატეგორიამდე ცოტა ხნის წინ გაძლიერდა.

ამჟამად ტროპიკული შტორმი „იმელდა“ ჩრდილოეთის მიმართულებით, საათში 11 კილომეტრის სიჩქარით მიიწევს. აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრში ქარის მაქსიმალური სიჩქარე საათში 55 კილომეტრს აღწევს. უკანასკნელი მონაცემებით, ტროპიკული შტორმი ტეხასის დასახლებული პუნქტიდან 25 კილომეტრის დაშორებით იმყოფება.

აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ტროპიკული შტორმი მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერ წვიმას და ქარს გამოიწვევს, რამას შესაძლოა, ადამიანის სიცოცხლისთვის სახიფათო პირობები შექმნას.