ვეტერანი ჰოლანდიელი ნახევარმცველი ვესლი სნეიდერი საფრანგეთის ჩემპიონატიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავა და კარიერას MLS-ში გააგრძელებს. კერძოდ, 33 წლის ფეხბურთელი “ლოს ანჯელეს გელაქსისთან” გააფორმებს კონტრაქტს.
როგორც FourFourTwo წერს, ტრანსფერის განხორციელება იანვარში იგეგმება. მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპი კლუბებს შორის ფასზე შეთანხმება იქნება.
ჰოლანდიელი “ნიცაში” 2017 წლის ზაფხულში გადავიდა და ყველა ტურნირზე ჯამში რვა შეხვედრა ჩაატარა. მის ანგარიშზე ერთი შედეგიანი პასი მოდის.
Transfermarkt-ის მონაცემებით, სნეიდერის სატრანსფერო თანხა ხუთ მილიონ ევროს შეადგენს.