ვესლი სნეიდერი 2010 წლის ფინალზე - სერხიო რამოსი გასახდელში შემომყვა და ჩემთან ერთად ლუდი დალია, ამას არასოდეს დავივიწყებ #1TVSPORT
ვესლი სნეიდერი 2010 წლის ფინალზე - სერხიო რამოსი გასახდელში შემომყვა და ჩემთან ერთად ლუდი დალია, ამას არასოდეს დავივიწყებ #1TVSPORT

ნიდერლანდების ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ვესლი სნეიდერმა ინტერვიუში მოყვა იმის შესახებ, როგორ დაუჭირა მას მხარი მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის ფინალის შემდეგ ესპანეთის ნაკრების მცველმა, სერხიო რამოსმა. ესპანეთის ნაკრებმა იმ ტურნირის ფინალში დამატებით დროში 1:0 დაამარცხა ნიდერლანდები.

– როგორი ემოციები იყო ესპანელი ფეხბურთელების სახეებზე?

– ზოგიერთნი მშვიდად იყვნენ. მათ შესანიშნავი გუნდი ჰყავდათ. ასეთი მატჩის წაგება პენალტების სერიამდე სამი წუთით ადრე ძალიან მძიმე იყო.

როცა მთელი ესპანეთის ნაკრები ზეიმობდა, სერხიო რამოსი მე გამომყვა გასახდელში. ჩემ გვერდით იატაკზე დაჯდა და ჩემთან ერთად ლუდი დალია.

თითქმის 45 წუთი არ მომშორებია და მე ამას არასოდეს დავივიწყებ. ყველაფერზე ვილაპარაკეთ. მან იცოდა, რომ იმ მომენტში ძალიან ნაღვლიანი ვიყავი.

როცა ამ ჩემპიონატზე მეკითხებიან, პირველ რიგში სწორედ ამას ვიხსენებ.

– ეს იყო საუკეთესი ესპანეთის ნაკრები, რაც ოდესმე გინახავთ?

– ჩვენ არ გვყავდა ასეთი კარგი გუნდი. იქ თამაშობდნენ ჩავი, ინიესტა, ბუსკეტსი, ვილია… შემიძლია ვთქვა, რომ წავაგე ფინალი საუკეთესო გუნდთან, რომელიც კი ოდესმე მინახავს.