უესლი სნეიდერი ჰოლანდიის პოლიციამ დააპატიმრა
უესლი სნეიდერი ჰოლანდიის პოლიციამ დააპატიმრა

ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი უესლი სნეიდერი პოლიციამ დააკავა ვანდალიზმის ბრალდებით. გაზეთ „დე ტელეგრაფის“ (De Telegraaf) ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ უტრეხტში მოხდა.

იტყობინებიან, რომ სნეიდერმა უცხო მანქანის სახურავი დააზიანა. ინციდენტი მოგვარდა მას შემდეგ, რაც 35 წლის ფეხბურთელმა დაზარალებული ავტომობილის მფლობელს კომპენსაცია გადაუხადა.

ინტერნეტში გაჩნდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ფეხბურთელი მანქანის სახურავზე წევს, შემდეგ კი მასზე ცეკვას ცდილობს. სნეიდერმა და მისმა აგენტმა ინციდენტზე კომენტარი არ გააკეთეს.