ვესლი სნეიდერმა ყატარში სუპერგოლი გაიტანა და კარიერაში ყველაზე სწრაფი დუბლი შეასრულა [ვიდეო]
ვესლი სნეიდერმა ყატარში სუპერგოლი გაიტანა და კარიერაში ყველაზე სწრაფი დუბლი შეასრულა [ვიდეო]

ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ვესლი სნეიდერმა, ყატარის ჩემპიონატის მორიგ ტურში ორი გოლი გაიტანა, მისმა „ალ-გარაფამ“ კი 6:0 „ალ ჰორი“ გაანადგურა.

სნეიდერმა ორი გოლის გატანა წუთნახევარში შეძლო და ეს მის კარიერაში ყველაზე სწრაფი დუბლია. მან 50-ე წუთზე მეკარეს თავზე ბურთი ლამაზად გადაუგდო, 52-ე წუთზე კი ერთ-ერთზე გასვლა გამოიყენა.

ვესლი სნეიდერი ყატარის ჩემპიონატში 2018 წლის იანვარში გადავიდა. მანამდე ის „ნიცაში“ თამაშობდა და ეს კლუბი უფასოდ დატოვა.  „ალ-გარაფასთან“ ჰოლანდიელის კონტრაქტი წელიწადნახევრიანია.