ველიმირ პერასოვიჩი „ეფესიდან“ დაითხოვეს
ველიმირ პერასოვიჩი „ეფესიდან“ დაითხოვეს

სტამბოლის „ეფესი“ მთავარი მწვრთნელის გარეშეა. თურქული საკალათბურთო კლუბის ხელმძღვანელებმა დაკავებული თანამდებობიდან ცნობილი ხორვატი სპეციალისტი ველიმირ პერასოვიჩი გაათავისუფლეს. ამის მიზეზი „ევროლიგაზე“ სტამბოლური გუნდის არადამაჯერებელი თამაში გახდა. გასულ ტურში „ეფესმა“ საკუთარ დარბაზში თორნიკე შენგელიას „ბასკონიასთან“ 81-82 წააგო და სატურნირო ცხრილის ფსკერზე აღმოჩნდა. ამ მომენტისთვის, თურქული გუნდის აქტივში სამი მოგება და ცხრა მარცხია. დიდი ალბათობით, პერასოვიჩს გამოცდილი თურქი მწვრთნელი ელგინ ატამანი შეცვლის, რომელიც სხვადასხვა დროს „გალათასარაის“ და თურქეთის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში. ატამანი 1999-2001 და 2008-2010 წლებში „ეფესსაც“ წვრთნიდა.