„ეფესმა“ ევროლიგაზე 20 დეკემბრის შემდეგ პირველად წააგო (ვიდეო)

საკალათბურთო ევროლიგაზე 27-ე ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა. თელავივის „მაკაბიმ“ საკუთარ არენაზე სატურნირო ცხრილის ლიდერ „ეფესს“ უმასპინძლა და თურქულ გუნდს სეზონზე მეოთხე მარცხი აგემა.

მატჩი ძალიან დაძაბულად, თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და გამარჯვებული ბოლო წამებზე გამოვლინდა. „მაკაბის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი 21 ქულით სკოტ ვილბეკინი გამოდგა. 15 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა ოტელო ჰანტერმა.

„ეფესის“ რიგებში კი 14-14 ქულა დააგროვეს კრუნოსლავ სიმონმა და ვასილიე მიჩიჩმა.

27 ტურის შემდეგ ევროლიგას 23 მოგებითა და ოთხი მარცხით კვლავ „ეფესი“ ლიდერობს. „რეალს“ და „ბარსელონას“ 21-21 მოგება აქვთ და მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებენ. რაც შეეხება „მაკაბის“, თელავიველები 19 მოგებით მეოთხე ადგილზე იმყოფებიან.

ფენერბახჩე – ცრვენა ზვეზდა 66-63

ალბა ბარასელონა 80-84

ბაიერნი – ბასკონია 71-80