„ბარსელონამ“ „ანადოლუ ეფესი“ მეორე ტაიმში გატეხა (ვიდეო)

საკალათბურთო ევროლიგაზე მე-15 ტურის 4 შეხვედრა გაიმართა. ესპანურმა „ბარსელონამ“ საკუთარ არენაზე თურქული „ანადოლუ ეფესი“ მიიღო და მეტოქე საბოლოოდ დიდი სხვაობით, 80-65 დაამარცხა.

მატჩის პირველი ტაიმი თურქული გუნდის კარნახით წარიმართა. „ეფესი“ შესვენებაზე 11 ქულიანი უპირატესობით გავიდა. მესამე მეოთხედიდან ესპანელებმა თამაშის ხარისხი საგრძნობლად გამოასწორეს და საბოლოოდ 15 ქულის სხვაობით გაიმარჯვეს. „ბარსას“ რიგებში საუკეთესო 14 ქულით ორიოლა გამოდგა. 13-13 ქულით დაასრულეს მატჩი კევინ სერაფინმა და კრის სინგლტონმა.

„ეფესის“ რიგებში 13 ქულით მოტუმი გამოირჩა. მიჩიჩის ანგარიშზე 11 ქულაა.

ხიმკი – ბასკონია 77-85
დარუშაფაკა – ოლიმპიაკოსი 79-75
მაკაბი – ოლიმპია მილანო 94-92