ლარკინის 40 ქულა და რეკორდული რაოდენობის სამქულიანები „ოლიმპიაკოსთან“ (ვიდეო)

საკალათბურთო ევროლიგაზე 28-ე ტურის ხუთი შეხვედრა გაიმართა. „ანადოლუ ეფესმა“ ტურნირზე რიგით 24-ე გამარჯვება იზეიმა. სატურნირო ცხრილის ერთპიროვნულმა ლიდერმა საკუთარ არენაზე საბერძნეთის „ოლიმპიაკოსი“ მიიღო და დიდი ანგარიშით 91-79 დაამარცხა.

ფენომენალური შეხვედრა გამართა შეინ ლარკინმა. „ეფესის“ გამთამაშებელმა 40 ქულა მიითვალა. ლარკინმა 15-დან 10 სამქულიანი ჩააგდო და როგორც გაირკვა ევროლიგის სამქულიანების რეკორდი გაიმეორა.

სტუმართა შორის ყველაზე მეტი 14 ქულა ოქტავიუს ელისის ანგარიშზეა.

ხიმკი – ფენერბახჩე 82-68

ცრვენა ზვეზდა – მაკაბი 92-76

ბარსელონა – ბაიერნი 83-80

ბასკონია – ალბა 73-72