საკალათბურთო ევროლიგაზე 28-ე ტურის ხუთი შეხვედრა გაიმართა. „ანადოლუ ეფესმა“ ტურნირზე რიგით 24-ე გამარჯვება იზეიმა. სატურნირო ცხრილის ერთპიროვნულმა ლიდერმა საკუთარ არენაზე საბერძნეთის „ოლიმპიაკოსი“ მიიღო და დიდი ანგარიშით 91-79 დაამარცხა.
ფენომენალური შეხვედრა გამართა შეინ ლარკინმა. „ეფესის“ გამთამაშებელმა 40 ქულა მიითვალა. ლარკინმა 15-დან 10 სამქულიანი ჩააგდო და როგორც გაირკვა ევროლიგის სამქულიანების რეკორდი გაიმეორა.
სტუმართა შორის ყველაზე მეტი 14 ქულა ოქტავიუს ელისის ანგარიშზეა.
ხიმკი – ფენერბახჩე 82-68
ცრვენა ზვეზდა – მაკაბი 92-76
ბარსელონა – ბაიერნი 83-80
ბასკონია – ალბა 73-72