„ლივერპულმა“ ბერძენი ფეხბურთელი გაიფორმა
„ლივერპულმა“ ბერძენი ფეხბურთელი გაიფორმა

საბერძნეთის ეროვნული ნაკრებისა და „ოლიმპიაკოსის“ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა, 24 წლის კოსტას ციმიკასმა, „ლივერპულთან“ 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მერსესაიდელები ბერძენს რობერტსონის სავარაუდო კონკურენტად განიხილავენ, რომელიც კლოპის ლივერპულში შეუცვლელი ფიგურაა.

„ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა და ვეცდები მაქსიმუმი გავაკეთო.  „ლივერპული“ მსოფლიოში საუკეთესო გუნდია“, – ასე ეხმაურება ციმიკასი მერსესაიდულ კლუბში გადასვლას.

წითლები ბერძენ ფეხბურთელს 2018 წლიდან აკვირდებიან და ამ სეზონის დასაწყისიდანვე აქტიურად ცდილობდნენ მარცხენა მცველის გადაბირებას.

„დიდი ხანია ვაკვირდებით კოსტასს და მოხარულები ვართ, რომ ის ჩვენს გუნდს შემოუერთდა. ეს ძალიან კარგი ამბავია სეზონის განახლებამდე“, – ამბობს გერმანელი სპეციალისტი.

 

დატოვე კომენტარი